+995 (032) 250 00 55

IP TEL moch

დაგვიკვეთეთ კონსულტაცია

callapp PBX – საოფისე ტელეფონია
გადააქციე ზარი ბიზნეს პროცესად
- ზარების სრული მონიტორინგი
– მარტივი ინტერფეისი თანამშრომლებისთვის
– ინტეგრაცია CRM და ERP სისტემებთან
– 24 საათიანი ტექნიკური მხარდაჭერა

callapp PBX -ი პროგრამული სისტემა კორპორატიული IP-ტელეფონიისათვის – ინტეგრირდება  და სრულად ერგება კომპანიის ბიზნეს-პროცესებს, აუმჯობესებს მუშაობის ეფექტურობას და აძლიერებს კლიენტების მომსახურების ხარისხის კონტროლის მექანიზმს. callapp PBX -ი მოიცავს PBX-ის სრულ ფუნქციონალს და, ამასთან, არ შემოიფარგლება მხოლოდ საიმედო სატელეფონო კავშირის ორგანიზებით.


callapp PBX-ის უპირატესობა

მომხმარებლის ინტერფეისი

პროგრამის მეშვეობით მარტივია ზარების მართვა და სტატისტიკაზე თვაყურის დევნება.

ზარი – ბინზეს პროცესის ნაწილი

callapp PBX-ის დახმარებით ზარი გახდება კომპანიის ბიზნე-პროცესის შემადგენელი ნაწილი, რომელიც იმუშავებს სასურველი ალგორითმის მიხედვით.

რეპორტები

ნებისმიერი რაოდენობის და ტიპის რეპორტები, რომლებიც საჭიროა სრული მონიტორინგისა და სტატისტიკისთვის.

მოვლენათა კონტროლი

არც ერთი უყურადღებოდ დატოვებული ზარი. callapp PBX-ი აკონტროლებს ყველაფერს. გსურთ, კონტროლის სხვა მექანიზმებიც?

ინტეგრაცია

ინფორმაციის გაცვლა მონაცემთა ბაზებთან, CRM და ERP სისტემებთან.

საუბრის ჩანაწერები და მოსმენა

ყველა საუბარი იწერება და ხდება შესაბამისი მარკირება, რაც ხელმძღვანელობას აძლევს ზარების მარტივად მოძებნის და მოსმენის საშუალებას.


რატომ callapp-ი ?

მოქნილობა

პროგრამული ვებ-პლათფორმა (განსხვავებით სტაციონალური PBX-ისა და desktop აპლიკაციებისა) შეიძლება განახლდეს ნებისმიერ მომენტში. ჩვენ რეგულარულად ვამატებთ ახალ ფუნქციებს თანახმად ჩვენი კლიენტების მოთხოვნილებებისა, ხოლო თქვენს მფლობელობაშია ყოველთვის ბოლო ვერსიები

საკუთარი  პროგრამული პროდუქტი

callapp-ი შექმნილია ჩვენს მიერ, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დინამიურად განვითარებად და საიმედო პლათფორმაზე, რაც გვაძლევს საშუალებას შევქმნათ თქვენთვის სასურველი კონფიგურაციები.

სიმარტივე

callapp-ს გააჩნია მარტივი და ინტუიციურად გასაგები ინტერფეისი. მის მოხმარებლებს არ სჭირდებათ განსაკუთრებული კომპიუტერული უნარ-ჩვევები.

ინდივიდუალური მიდგომა

ყველა პროექტს ვუდგებით ინდივიდუალურად და ვმუშაობთ ერთი გუნდის პრინციპით. ყოველი პროექტი განიხილება და სრულდება კლიენტების ინტერესების სრული გათვალისწინებით.

პატიოსნება

callapp PBX-ის ღირებულებაში შედის თქვენთვის საჭირო ყველა ფუნქციონალი. თქვენ არ დაგჭირდებათ დამატებით შეიძინოთ მოდულები (მაგ: საუბრის ჩაწერის ფუნქცია და ა.შ.). საბოლოო ღირებულებას გაიგებთ ჩვენს ექსპერტთან მოლაპარაკებისას და აღარ მიიღებთ დამატებით ინვოისებს.

გამოცდილება

ჩვენ არა ერთი წლის განმავლობაში ვმუშაობთ ჩვენი კლიენტებისთვის. დაგროვილი გამოცდილება გვაძლევს საშუალებას საიმედოდ გადავწყვიტოთ თქვენს მიერ დასმული  ნებისმიერი სირთულის ამოცანა.

როგორ ვმუშაობთ

1.

ამოცანის დასმა

ჩამოაყალიბეთ თქვენი მოთხოვნები და გაიარეთ საოფისე ტელეფონიის დანერგვის საკითხები ჩვენს ექსპერტთან.

2.

ტესტირება

თქვენ გაეცნობით პროგრამის შესაძლებლობებს და დაიწყებთ მუშაობას სატესტო ვერსიასთან.

3.

ლიცენზიის შეძენა

თქვენ გადაიხდით პროგრამული უზრუნველყოფის ღირებულებას და განვათავსებთ მას თქვენს სერვერზე,

4.

დანერგვა

პროგრამის საწარმოო ექსპლუატაციის გაშვება მიმდინარეობს ჩვენი თანამშრომლების ზედამხედვეოლობის ქვეშ, რომლებიც მოქმედებენ სიტუაციის შესაბამისად.

5.

საინფორმაციო მხარდაჭერა

საინფორმაციო მხარდაჭერის მიზნით ფუნქციონირებს უფასო ცხელი ხაზი 2 500 055. საიტზე განთავსებულია ჩათი. გარდა ამისა, გადმოგეცემათ მომხმარებლის სახელმძღვანელო, რომელშიც დეტალურადაა გაწერილი ყველა ფუნქცია.

6.

ფასიანი ტექნიკური მხარდაჭერა

სურვილის შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 24/7/365 ტექნიკურ მხარდაჭერას, რომლის ფარგლებშიც თქვენ გექნებათ საშუალება შეცვალოთ უკვე დაკვეთილი კონფიგურაციები.

თანამშრომლის სამუშაო ადგილი

ზარის მიღება შესაძლებელია როგორც ნებისმიერი მოდელის IP ტელეფონის, ასევე თანამშრომლის კომპიუტერზე განთავსებული პროგრამის მიერ, რომელიც იძლევა საშუალებას მიიღოს და განახორციელოს ზარი, ეკრანზე დაინახოს ინფორმაცია აბონენტის შესახებ, მოუსმინოს საუბრის ჩანაწერებს, მიიღოს აუცილებელი შეხსენებები.

monitori_p tele_p

ხმოვანი მენიუ IVR

ინტერაქტიული ხმოვანი მენიუ საშუალებას იძლევა ავტომატურ რეჟიმში აწარმოოთ დიალოგი აბონენტთან, მიაწოდოთ ზოგადი და პერსონალური ინფორმაცია.

მონაცემთა ექსპორტი

ყველა მონაცემი, რომელიც დაგროვილია ქოლ-ცენტრის მიერ და ასახულია რეპორტებში, შესაძლებელია დაექსპორტდეს ცხრილურ ან გრაფიკულ ფაილებში, ასევე სხვა CRM სისტემებში.

პრიორიტეტები და მართვა

სხვადასხვა ტიპის პარამეტრებიდან გამომდინარე, შემომავალი ზარის პრიორიტეტი შეიძლება შეიცვალოს. მეტად პრიორიტეტული ზარები ოპერატორებთან მოხვდება სხვა დანარჩენებზე მალე.

emailsurati

მზადყოფნის სტატუსები

აპლიკაცია გვაძლევს ინფორმაციას თანამშრომელთა მზადყოფნის სტატუსების შესახებ. 

online_p

შიდა ჩათი

სისტემის მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა გაუგზავნონ ერთმანეთს შეტყობინებები ჩაშენებული ჩათის მეშვეობით.

uuuuuuuuuuuuuuuuuuu

საუბრის ჩანაწერები

ფიქსირდება აბსოლიტურად ყველა შემომავალი, გამავალი, შიდა ზარების აუდიო ჩანაწერი. მათი ძიება შეიძლება თარიღით, აბონენტის ნომრით …

მომლოდინე აბონენტების ინფორმირება

საჭიროების შემთხვევაში, რიგში მდგომ აბონენტებს მიეწოდებათ ინფორმაცია მათი რიგის პოზიციასა და სავარაუდო ლოდინის დროის შესახებ.

გამავალი კომუნიკაციის ალტერნატიული გზები

გარდა გამავალი სატელეფონო კომუნიკაციისა, შესაძლებელია SMS და E-mail კომუნიკაციები 

ტელეფონის ნომრების სქემა

მონიტორის ეკრანზე შეგიძლიათ იხილოთ ორგანიზაციის გარე და შიდა ნომრების იკონური გამოსახულება, რომელთა მდგომარეობა შეესაბამება მათი მზადყოფნის სტატუსებს. ეს გეხმარებათ მარტივად განახორციელოთ ზარები და მოახდინოთ გადამისამართება მხოლოდ თავისუფალ ხაზებზე.

ზარების გადამისამართება

ზარის მიღების შემდეგ თანამშრომელს შეუძლია გადაამისამართოს ის შიდა, ქალაქის ფიქსირებულ და მობილურ ნომრებზე. ასევე, ავტომატური მომსახურების IVR სისტემასთან და ოპერატორთა ჯგუფთან.

ტექნიკური რეპორტები

შემომავალ და გამავალ ზარებთან დაკავშირებული ნებისმიერი ტექნიკური მახასიათებლისგან კონფიგურირებული ფართო სპექტრის რეპორტები.

chanaweri

რიგში დგომის დროისა და სიღრმის შეზღუდვა

შესაძლებელია როგორც ლოდინის მაქსიმალური დროის, ასევე რიგში მყოფი აბონენტების რაოდენობის შეზღუდვა.

ინტეგრაცია 

სისტემა შესაძლებელია ინტეგრირდეს და ონლაინ რეჟიმში სინქრონიზირებულად მოახდინოს სასურველი მონაცემების გაცვლა თქვენი ERP, CRM თუ სხვა ნებისმიერი SQL, MY SQL ტიპის ბაზებზე მომუშავე პროგრამებთან.

mochrili_surati

გამოიყენეთ ღრუბლობანი გადაწყვეტელებების არქიტექტურული და ეკონომიური უპირატესობა callapp-ის უსაზღვრო შესაძლებლობებთან ერთად. ჩვენი ამოცანაა – მოგაწოდოთ პროფესიონალურად კონფიგურირებული საკომუნიკაციო სისტემა, რომელიც ზუსტად ერგება თქვენს ბიზნეს პროცესებს. ჩვენ არ ვართ სატელეფონო ოპერატორები და მზად ვართ დავუკავშიროთ სისტემა თქვენთვის სასურველ ნებისმიერ პროვაიდერს.

ვირტუალური / ღრუბლოვანი სატელეფონო სადგური

თქვენი ATC ან ქოლ-ცენტრი განთავსებულია ჩვენს სერვერებზე. თქვენ ირჩევთ IP ტელეფონიის პროვაიდერს და გვატყობინებთ, როგორ გინდათ მუშაობდეს თქვენი სატელეფონო სისტემა, ხოლო ჩვენი სპეციალისტები აკონფიგურირებენ მას. თქვენ სარგებლობთ განუსაზღვრელი შესაძლებლობებით და პროფესიონალების მხარდაჭერით.

საკუთარი ღრუბლოვანი სატელეფონო სადგური

თქვენ ყიდულობთ callapp-ის ლიცენზიას ქოლ-ცენტრის ან საოფისე ტელეფონიის კონფიგურაციით და მის განთავსებას თქვენთვის სასურველ ნებისმიერ ვირტუალური/ ღრუბლოვანი სერვერების პროვაიდერ კომპანიაში. თქვენ ეწევით დამოუკიდებელ ადმინისტრირებას და მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში უკავშირდებით ჩვენს ტექნიკურ სამსახურს.

ბენეფიტი

საქართველოს ბაზარზე არსებული თითქმის ყველა ვირტუალური PBX-ი წარმოდგენილია სატელეფონო ოპერატორების მიერ. მათი სარგებლობისას თქვენ, სინამდვილეში, არ ღებულობთ საკუთარ ავტომატურ სატელეფონო სისტემას (ATC, PBX) და იმ შემთხვევაში, თუ გაგიჩნდათ სურვილი მისი საკუთარ ოფისში ან სხვა პლათფორმაზე გადატანის, თქვენ აღმოჩნდებით სირთულეების წინაშე. მათგან განსხვავებით, callapp-ის შემთხვევაში თქვენ გაქვთ თქვენი საკუთარი სატელეფონო სისტემა, რომელიც განთავსებულია ვირტუალურ სერვერზე.  თქვენ სრულიად აკონტროლებთ სერვერს და მასზე განთავსებულ ყველა მონაცემს. შეგიძლიათ შეცვალოთ ჰოსტინგ-პროვაიდერი, კავშირის ოპერატორი კომპანია და გადაიტანოთ პროექტი თქვენი ოფისის სერვერზე.

ჩვეულებრივ ვირტუალურ PBX-ებს აქვთ გარკვეული შეზღუდვები. ჩვენ გთავაზობთ ზეფუნქციურ საკომუნიკაციო სისტემის შექმნის შესაძლებლობას, მათ შორის პროფესიონალური ქოლ-ცენტრის ორგანიზებას. ჩვენ შეგვიძლია ის, რაც არ შეუძლიათ სხვებს.