შენი ბიზნეს პროცესების ავტომატიზაცია

SELF SERVICE IVR / IVA

IVA და IVR არის ოპერატორების მსგავსი ავტომატური ვირტუალური ალტერნატივები, რომლებიც შექმნილია მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად და გადაწყვეტის პროცესის დაჩქარებისთვის.

ორივე ინსტრუმენტი გთავაზობთ 24/7 მომხმარებელთა მომსახურებას და ამასთან ერთად ხშირ შემთხვევაში ის ბევრად უფრო ეფექტურია, ვიდრე დამატებითი ოპერატორების დაქირავება.

IVR - ინტერაქტიული ხმოვანი პასუხი

VoIP ფუნქცია, რომელიც აუმჯობესებს სატელეფონო სისტემის მენიუს ნავიგაციის პროცესს. ახორციელებს აბონენტების მარშრუტიზაციას წინასწარ ჩაწერილ ხმოვან კითხვებზე აბონენტის პასუხების მიხედვით.

თვითმომსახურება
აბონენტებს შეუძლიათ უპასუხონ მოთხოვნებს პირდაპირ ტელეფონში და ოპერატორთან საუბრის გარეშე მიიღონ მათთვის საჭირო ინფორმაცია.
ზოგადი ინფორმაციის მიღება
მიიღონ ზოგადი ინფორმაცია, როგორიცაა კომპანიის სამუშაო საათები, საშუალო მოლოდინის დრო და სხვა.

IVA - ინტელექტუალური ხმოვანი ასისტენტი

AI-ზე მომუშავე ასისტენტი, რომელიც აანალიზებს მომხმარებლის ინფორმაციას, აწვდის მას შესაბამის პასუხებს და ავტომატიზებულს ხდის კლიენტების თვითმომსახრებას და სხვა ბიზნეს პროცესებს.

ინდივიდუალური ინფორმაცია
მომხმარებელს აწვდის მისთვის საჭირო ინდივიდუალურ ინფორმაციას როგორიცაა: კომუნალურების დავალიანება, ინფორმაცია მათ მიერ შეძენილ სერვისზე და ა.შ.
ინფორმაციის გაანალიზება
აქვს შესაძლებლობა დაუკავშირდეს CRM სისტემებს და გაანალიზონ მომხმარებელთა მონაცემები

განსხვავება და მახასიათებელი

IVA

საბოლოო მიზანი: შესთავაზოს მომხმარებელს თვითმომსახურების გადაწყვეტილებები პროცესში ოპერატორის ჩართვის გარეშე
ინტეგრირდება CRM-თან და აანალიზებს მომხმარებელთა ისტორიას, რათა უზრუნველყოს დეტალური მხარდაჭერა
შეუძლია აწარმოოს ბევრად რთული და კომპლექსური დავალებები მომხმარებლის მოთხოვნიდან გამომდინარე.
თაღლითობის საწინააღმდეგო ზომები, როგორიცაა ხმის ბიომეტრია.

IVR

საბოლოო მიზანი: აბონენტების მარშუტირება მის პრობლემაზე მორგებული ოპერატორისაკენ
უპირველეს ყოვლისა, ეყრდნობა მომხმარებლის პასუხს წინასწარ ჩაწერილ ხმოვან მოთხოვნებზე
ვერ უმკლავდება მომხმარებლის კომპლექსურ მოთხოვნებს
სპამ ზარებისგან დაცვა.
დეტალური ინფორმაცია

დაუკავშირდით ჩვენს გაყიდვების გუნდს

ტექნიკური ინფორმაცია
24/7 ტექნიკური მხარდაჭერა
სხვა შეკითხვები